LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“„ქართული ოცნება“ ცდილობს დაანგრიოს მოსახლეობის მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ “- ნეით სიბლი

დაპოსტა 2025/01/24-ში
51
ნახვა
გაზიარება

ბიძინა ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად გამოყენება, მაგრამ თუ ამას აკეთებენ, ამიერიდან უნდა იცხოვრონ შიშით, რომ გაერთიანებული სამეფო, მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, სანქციების ძალას გამოიყენებს, – ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი ნეით სიბლის სტატიაშია აღნიშნული.

სიბლი წერს, რომ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები (BOT) დიდი ხანია განიხილება, როგორც საგადასახადო სამოთხე. მაგრამ ბოლო წლებში ყურადღების ცენტრში მოექცა მათი, როგორც ფულის გათეთრების გლობალური ცენტრების როლი. სტატიაში ხაზგასმულია, რომ როგორც მანამდე კონსერვატიული მთავრობა, ამჟამად გაერთიანებული სამეფოს მმართველი ლეიბორისტული მთავრობა ზეწოლის ქვეშ იმყოფება, გააძლიეროს კორპორატიული გამჭვირვალობა და განდევნოს ბინძური ფული.

სიბლი წერს, რომ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მდიდრების მისაზიდად შემუშავებულმა პოლიტიკამ ასევე მიიზიდა კრიმინალები, რომლებიც ცხადი მიზეზების გამო დაინტერესებული არიან ფინანსური შეთანხმებების თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებისთვის დამალვით.

„ამიტომ გაერთიანებული სამეფოს ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა ჩინეთის, რუსეთის, ირანის და სხვა კლეპტოკრატიული დიქტატურის აღზევების ხელშეწყობაზე, რომლებმაც გააძლიერეს თავიანთი მმართველობა შინ და ახლა მიზნად ისახავენ გლობალური წესრიგის დამხობას და დასავლეთის ჩანაცვლებას, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პოტენციური ბერკეტები ამ რეჟიმებზე – თუ მთავრობა საკმარისად გაბედული იქნება, რომ ის გამოიყენოს“, – აღნიშნულია სტატიაში.

სიბლი წერს, რომ ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიძინა ივანიშვილი.

„ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პოტენციური დიქტატორი. მისი მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ არ მალავს თავის გეგმას, დაანგრიოს მოსახლეობის მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და სანაცვლოდ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ დააბრუნოს. ივანიშვილმა ასევე გახსნა თავისი ქვეყანა და ევროპა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამღუპველი გავლენისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად მოწვევით“, – აღნიშნულია სტატიაში.

სიბლი წერს, რომ დეკემბერში, გაერთიანებული სამეფო შეუერთდა შეერთებულ შტატებს და სანქციები დაუწესა 5 ქართველ მაღალჩინოსანს დემოკრატიული საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობაში მონაწილეობისთვის. იანვარში აშშ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და დიდი ხნის დაგვიანებული სანქციები თავად ბიძინა ივანიშვილს დაუწესა. სიბლი წერს, რომ გაერთიანებული სამეფო ჯერ არ მიჰყოლია შეერთებული შტატების მაგალითს, ევროკავშირი კი ვერ მოქმედებს რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი უნგრეთის და სლოვაკეთის ლიდერების მხრიდან პროგნოზირებადი ვეტოების გამო.

სიბლი წერს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოავლინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი 95 კომპანია, რომლებიც რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.

„ამ კუნძულებს, როგორც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს, მოეთხოვებათ სანქციების აღსრულება კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვით და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების გაყინვით. ივანიშვილის მსგავსი კლეპტოკრატები იშვიათად არიან ისეთი სულელები, რომ თავიანთი კვერცხი ერთ კალათაში შეინახონ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი საზღვარგარეთული ფინანსური აქტივები BVI-ს ან კაიმანის საბანკო ანგარიშებზე იყოს. ის განთავსებულია სხვა იურისდიქციებში მსგავსი სუსტი ზედამხედველობით, მაგრამ უკეთესი ფინანსური სექტორებით“, – აღნიშნულია სტატიაში.

სიბლი წერს, რომ საბედნიეროდ, სანქციების საფრთხე ხშირად საკმარისია სხვა იურისდიქციების ბანკების დასარწმუნებლად, რომ შეწყვიტონ თვალის დახუჭვა და საეჭვო კლიენტთან ურთიერთობა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ დოლარის გლობალური როლის გათვალისწინებით, ვაშინგტონს ამ მხრივ ყველაზე დიდი გავლენა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გაერთიანებული სამეფოც.

სიბლი წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს „ლიბერალ-დემოკრატმა“ პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკკლერიმ წარადგინა შუამდგომლობა, რომელიც ლეიბორისტულ მთავრობას ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის მას მხოლოდ 15 დეპუტატი შეუერთდა, ძირითადად მისი პარტიიდან და ეს არის მხარდაჭერის უმნიშვნელო გამოვლინება.

„მაკკლირი არ არის ერთადერთი პარლამენტარი, რომელმაც ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებაში გაერთიანებული სამეფოს უცნაური გაჭიანურება შეამჩნია. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ასევე მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს, დაუყონებლივ დაუწესოს სანქციები ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობარს, ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებს და მაცოცხლებელთა (enablers) ქსელს. ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გამოყენება მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად, მაგრამ თუ ამის გაკეთებას აგრძელებენ, ამიერიდან უნდა იცხოვრონ შიშით, რომ გაერთიანებული სამეფო გამოიყენებს სანქციების ძალას მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ადამიანების სხეულების ნაწილები იპოვეს

თებერვალი 26, 2026
7.6k
მთავარი

სხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიოვებულ შენობაში ყრია - მძიმე სურათის ამსახველი ვიდეო TV პირველს სოფელ მელაურიდან გამოუგზავნეს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა, სოფელში ეპიდემია გავრცელდეს, რადგან მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ უკვე...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

თებერვალი 26, 2026
241
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 178 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.55%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 26, 2026
168
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 27 თებერვლისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6741, ევრო – 3.1544, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6191 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მარტიდან ამოქმედდება

თებერვალი 26, 2026
52
მთავარი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს განმარტავს. სამინისტროს ცნობით, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება....

დაწვრილებითDetails

ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თებერვალი 26, 2026
50
მთავარი

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას საჯარო მოხელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. როგორც ადვოკატმა, ია სირანაშვილმა  აღნიშნა, აპირებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. „საჯარო მოხელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, კონკრეტულად მოსამართლის, დავით მაკარაძის...

დაწვრილებითDetails

იგეგმება 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება- “ენგურჰესი”-ს თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ

თებერვალი 26, 2026
209
მთავარი

შპს ენგურჰესში „რეორგანიზაციის“ პროცესის ფარგლებში 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. ინფორმაცია მაუწყებელს თავად დასაქმებულებმა მიაწოდეს. მათი თქმით, საწარმოში მიმდინარეობს შტატების შემცირების პროცესი. ენგურჰესის გენერატორები და ძირითადი სამუშაო ნაწილი მდებარეობს გალის რაიონის...

დაწვრილებითDetails

“ეს ავადმყოფი აგვედევნა”- ქუთაისში მოქალაქე სოციალურ ქსელში გაფრთხილებას ავრცელებს

თებერვალი 26, 2026
1.9k
მთავარი

"ფალიაშვილის ქუჩა,13 22:40 სიტუაციას და მომენტს თუ რაც ხდება ყველა საღად მოაზროვნე ხედავთ. გოგონები ვიყავით დაბადებისდღეზე ეს ავადმყოფი აგვედევნა ფალიაშვილამდე გამოგვყვა და იქ მჯდომი რაებსაც აკეთებდა აღარ ვიტყვი ძნელად მისახვედრი...

დაწვრილებითDetails

უკრაინას არ სჭირდება დარიგებები რუსული ნარატივების რეტრანსლატორებისგან- უკრაინის რადას თავმჯდომარე

თებერვალი 26, 2026
83
მთავარი

"გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ამბობენ: ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის - ქარქაშში...

დაწვრილებითDetails

ავარიაში დაღუპული ერთ-ერთი სამხედრო კაპ­რა­ლი ლავ­რენ­ტი მა­კა­რა­ძეა

თებერვალი 26, 2026
2.3k
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქო­ბუ­ლე­თი - ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე. უმ­ძი­მეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს ავ­ტო­ბუ­სი და სატ­ვირ­თო შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ავა­რი­ის დროს ავ­ტო­ბუს­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. "დღეს,...

დაწვრილებითDetails

ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

თებერვალი 26, 2026
50
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».