ივანიშვილის დასანქცირებას ევროპარლამენტმა მხარი დაჭირა – უკვე მესამედ, ევროპელი დეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას დაუწესოს სანქციები “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს. დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი “ოლიგარქადაა” მოხსენიებული.
სტრასბურგში რეზოლუციას 362-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი.
“ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. მოუწოდებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების პროცესში. ასევე შესთავაზოს ევროკავშირის დახმარება ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამოუკიდებელი სამედიცინო შეფასებასა და სათანადო მკურნალობის მიზნით მისი საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით”, – წერია EPP-ის ტექსტში.