ოციალურ ქსელში წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი წყლით “ბაკურიანი ციდა” დაზიანდა – დაეწვა პირ-ხახა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება სხვადსხვა ტიპის ინფორმაცია, მათ შორის ისიც, რომ 120 ბავშვია შეყვანილი კლინიკაში. მშობლები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ აღნიშნული წყალი ბავშვებს არ დაალევინონ.
მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ამის თაობაზე განცხადებას ავრცელებს:
დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია”.