იაპონიაში ტაიფუნ „შანშანის“ შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე ერთდროულად რამდენიმე რეგიონში გამოაცხადა და ხუთ მილიონამდე ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება კიუსიუს კუნძულზეა, სადაც ქარის სიჩქარემ საათში 252 კილომეტრს აჭარბებდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზები და რკინიგზა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შედეგად კი, 250 ათასამდე მოსახლეს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ტაიფუნის გამო, ქვეყნის მასშტაბით, 600-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.