დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია და საფრანგეთი ბირთვული საწვავის მიწოდების საერთო ჯაჭვისთვის ალიანსს ქმნიან.
ამის შესახებ განცხადება დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქ საპოროში გააკეთეს. ბრიტანეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, ალიანსის შექმნა რუსეთის ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან განდევნას ემსახურება.
ხუთი ქვეყანა სამოქალაქო მიზნებისთვის მოქმედ ბირთვული ენერგიის სექტორს რუსეთის მიწოდების ქსელებზე გავლენის მაქსიმალურად შესამცირებლად გამოიყენებს, რაც პუტინს ომის დაფინანსების კიდევ ერთ წყაროს წაართმევს.