2026 წლის იანვარში, ჯარიმებიდან/სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად თითქმის 19 მლნ ლარით, მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 11 მლნ ლარით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, გასულ თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 40 547 479 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 21 587 714 ლარი იყო.
მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარში ბიუჯეტში შესული 40.547 მლნ ლარიდან 33.983 მლნ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის, წინა წლის იანვარში იგივე მუხლით, ბიუჯეტში 17.935 მლნ ლარი შევიდა.










