სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მაცხოვრებელი რეპატრიანტმა მესხებმა აქცია გამართეს. სახელწოდებთ არა ძალადობას. აქცია ქალებმა და გოგონებმა გამართეს. ღონისძიება ა/ო „ვაკეთოთ ერთად“ მხარდაჭერით მოეწყო. არასამთავრობო ორგანიზაცია რეპატრიანტი მესხების თემში პროექტს ,, რეპატრიანტი მესხი ქალების და გოგონების ხმა – არა ძალადობას!“ ახორცილეებს.
ორგანიზაცია „ვაკეთოთ ერთად“ წლებია, მუშაობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში,სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ რეპატრიანტი მესხები.ამ რეგიონში მათი ჩასახლებიდან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაცია დღემდე ვერ მოხერხდა. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შემუშავებულიშესაბამისი პროგრამა. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაც ფრაგმენტულია.
გამოწვევები ამ თემში ყოველთვის უფრო გამოკვეთილი იყო ქალთა ჯგუფებში. ამიტომაც ორგანიზაცია „ვაკეთოთ ერთად“ აქტიურად მუშაობს ქალებთან და გოგონებთან. წლების მანძილზე განხორციელდა არაერთი პროექტი. ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები აქტუალურ საკითხებზე, რაც ხელს უწყობს მათ გააქტიურებას, ინფორმირებულობას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, ქალთა უფლებების დაცვას, ძალადობის პრევენციას.
სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა კიდევ ერთი პროექტი,,რეპატრიანტი მესხი ქალების და გოგონების ხმა – არა ძალადობას!“ პროექტის მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.
პროექტის ფარგლებში ქალებმა და გოგონებმა ისწავლეს თავიანთი საჭიროებების ჩამოყალიბება და ადვოკატირება. მათი აქტიურობით ბოლო პერიოდში მოგვარდა თემის მნიშვნელოვანი პრობლემები – დაიგოასფალტის გზა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა. ახლა გააქტიურებული მესხი ქალები და გოგონები სხვა პრობლემების ადვოკატირებაზზე მუშაობენ – ბუნკერების დადგმა, სკოლის სახურავის შეკეთება, სკოლაში სასმელი წყლის შეყვანა, საბავშვო ბაღის ბავშვების უზრუნველყოფა ტრანსპორტით… ამასთან დაკავშირებითსაინიციატივო ჯგუფი შეხვდა სამტრედიის ადგილობრივი თვითმმართველობის, გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებს და გადასცა საჭიროებათა ნუსხა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დახმარება აღუთქვეს.