LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თხელი კედლიდან ქალის ხმა გამოვარდა: „ვაიმე, კატლეტის გემო ვიგრძენი” – რას წერს კოვიდინფიცირებული დათო გორგილაძე

თხელი კედლიდან ქალის ხმა გამოვარდა: „ვაიმე, კატლეტის გემო ვიგრძენი” – რას წერს კოვიდინფიცირებული დათო გორგილაძე

დაპოსტა 2020/11/03-ში
A A
260
ნახვა
გაზიარება

“სასტუმროში ყველა ახველებს.

ეს ხველა არ ჰგავს საავადმყოფოს პალატებიდან გამომავალს, ეს სხვანაირი ხველაა – აუცილებლად მშრალად და აუცილებლად ორჯერ. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პირველი არხის დილის გადაცემის წამყვანი დათო გორგილაძე წერს. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

“მესამე დღეა ეს ორი ყრუ ჩახველება მომესმის ყველა მხრიდან: მეზობელი ნომრებიდან, ქვედა და ზედა სართულებიდან. თითქოს ეს ორი ჩახველებაა კოდური ნიშანი, რომლითაც აქ მყოფები ერთმანეთს ვაგებინებთ, რომ ერთი ორდენისა თუ საძმოს წევრები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას ერთმანეთი თვალით არ გვინახავს და ვერც ვნახავთ.

სამაგიეროდ ეს ხმა შიშისმომგვრელია სასტუმროს პერსონალისთვის, ძალიან თავაზიანი ადამიანებისთვის, რომლებიც დღეში სამჯერ საკვებს გვიტოვებენ კართან და, თუ დაგვჭირდა, ტელეფონსაც თავაზიანად პასუხობენ. მათი შიში კი სისწრაფეში გამოიხატება – ულუფის დატოვებისას ჯერ ფეხის ხმას გესმის, შემდეგ პოლიეთილენის პარკის შრაშუნი, რასაც მოსდევს კარზე ორჯერ მოკაკუნება და სწრაფი ნაბიჯები. ნაბიჯები, რომლებმაც მარდად უნდა წაიყვანოს ის ჩვენგან სამშვიდობოს.

ყოველი დაკაკუნებისას, აბატი ფარიას მსგავსად, მჭახედ გავძახებ: „დიდი მადლობა”, მართალია პასუხს ვერ ვიღებ, მაგრამ განცდა მაქვს, რომ მოესმა და მადლიერება მიიღო.

ჩემმა მეზობელმა, რომელთან ერთადაც გავცქეროდი თბილისს, დღეს სასტუმრო დატოვა. ვითომ რა, სამი დღეა ვიცნობ და ჩვენი საუბარი ინფექციის, ამინდის, მოახლოებული არჩევნებისა და მსგავსად უინტერესო თემებს არ გასცდენია, მაგრამ ჩვენი დამშვიდობება რაღაცით ჰგავდა ციხის მეგობრების დამშვიდობებას, როცა ერთი ძველ ცხოვრებას უბრუნდება, მეორესთვის კი ძველი ცხოვრება შორია. ეს განცდა იმანაც გაამძაფრა, რომ აივნის ქვის მოაჯირზე შოკოლადი დამიტოვა. შოკოლადს არ ვჭამ, მაგრამ იმის განწყობაზე კი მაყენებს, რომ მეც შევძლებ აქედან ჩემი ფეხით გასვლას.

10 კვ/მ-ის ფართობში ვარჯიში უფრო იოლია, ვიდრე სიარული. თავბრუ მალევე გესხმის და საწოლი გიხმობს. არც ფილტვის ვარჯიშია იოლი, მაგანაც იცის რეტის მოცემა. ისე კი, ვფოჩიხობ რაცხანაირად. იქ ბუქნს გააკეთებ, იქ ძვალს გაატკაცუნებ, განმკლავი, ზემკლავი, რას გიხსნით…

ახლა, ამ პოსტის წერისას ერთი სასიხარულო ამბავი გავიგე, რომელიც მე არ მეხება, მაგრამ ჩემი ორდენის წევრს – კი. ამიტომაც, მეც მომითბო გული. რომელიღაც ოთახის თხელი კედლიდან ქალის ხმა გამოვარდა: „ვაიმე, კატლეტის გემო ვიგრძენი”… სამშვიდობოს გადმომდგარა, ღმერთმა გაუმარჯოს.

ყველაზე გაუსაძლისი ოჯახის წევრების მონატრება და ჭერის ყურებაა. ერთ შემთხვევაში ტექნოლოგიები მიმსუბუქებს ყოფას, მეორე შემთხვევაში ჯეპ გამბარდელას გამოცდილება: თუ ძალიან მოინდომებ, თეთრ ჭერზე კამკამა ზღვას დაინახავ, რომელსაც კატერი გადასერავს. მთავარია, არ მოკვდე, მთავარია დარჩე.” – წერს დათო გორგილაძე ფესიბუკზე

გაზიარება104

დაკავშირებული -პოსტები

რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე
მთავარი

მე მაქვს თორნიკესთან დაკავშირებით ინფორმაცია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით - მადლობა ღმერთს, ის არის კარგად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

4 მძიმე გადაცდომა იყო, სამწუხაროდ, ვერც ერთ შემთხვევაში, ჯერჯერობით იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან დანაშაულებრივი გადაცდომის 3-4 შემთხვევა იყო, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. კობახიძემ აღნიშნულ შემთხვევებში ახსენა მათ შორის, დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის, ასევე ჟურნალისტ...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა კურსებში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებტან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ...

დაწვრილებითDetails

“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში
მთავარი

მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან - აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება,...

დაწვრილებითDetails

ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

106-ე სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-8 კლასელი ნინო ჯიხაია. როგორც ცნობილია გოგონა სიმსივნეს ებრძოდა. "უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. „15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან...

დაწვრილებითDetails

სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია....

დაწვრილებითDetails

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის სანქცირებულია ექვსი ქართველი რაგბისტი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ის (WADA) ერთობლივი მასშტაბური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს კაცთა ეროვნული 15-კაცა ნაკრების ექვსმა მოთამაშემ და გუნდის მხარდაჭერის პერსონალის ერთმა წევრმა ანტიდოპინგის წესები დაარღვია. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"