თქვენ ხართ ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოს ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
” მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ქართველი ერის ღირსება, რომ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით. მინდა, რომ აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა.
,თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, –
Საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი