საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ბოლო დღეებში საქართველოს საელჩოში მოქალაქეების მიმართვიანობამ იკლო, რადგან” შედარებით დაწყნარდნენ ჩვენი მოქალაქეები”.
“სხვათაშორის, ნაწილი დაბრუნდა უკან, ისინი, ვისაც ორმაგი მოქალაქეები არიან… ძალიან ბევრი ფსიქოლოგიურ დაზიანებას იღებს და არა ფიზიკურს, თუ ფსიქოლოგიური გამძლეობა არ აქვთ ასეთი მდგომარეობის მიმართ, იფიქრონ ქვეყნის დატოვებაზე, იმიტომ, რომ ეს არ გასტანს ერთი თვე და ორი თვე, ეს გაცილებით უფრო ხანგრძლივი პერიოდის ომია” – ამბობს ჟვანია .










