“100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდა, ეს იქნება საქართველოს ბედისთვის განმსაზღვრელი. როცა იკითხავენ, თუ რითაა ცნობილი საქართველო, პასუხი იქნება, რომ ოჰ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ციხეში ჩასვეს ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი და ის იქ გარდაიცვალა. მე მაწუხებს მისი ციხეში სიკვდილის უარყოფითი შედეგები. ამის თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად უნდა მოხდეს. თუ ის ჯანმრთელია, იმედია გვაჩვენებენ ამის მტკიცებულებებს. კარგი ნაბიჯი იქნებოდა მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ მას არ ემუქრება სერიოზული საფრთხე, როგორც ამას ზოგიერთი ექიმი ვარაუდობს… ტრაგიკულია, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მოლდოვას და უკრაინას, მაგრამ არა საქართველოს. ფაქტი, რომ ბრიუსელში მოლდოვასა და უკრაინის მოწვევა გადაწყვიტეს და არა საქართველოსი, ვფიქრობ, არის იმის მტკიცებულება, თუ როგორ ხედავენ ევროპასა და შეერთებულ შტატებში დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში. რაც შეეხება რუსეთისადმი დახმარებას სანქციების აცილებაში. 2023 წელს გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა სანქციების რეჟიმის ხარვეზების გასწორებას. უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა ბელარუსი და საქართველო, რომლებიც ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებიან” | ამბობს მაიკლ მაკფოლი “ამერიკის ხმასთან”
ჩამომართვეს რუსთაველის პრემია,უფრო სწორად ბიძინა ივანიშვილმა დამიყადაღა – პაატა ბურჭულაძე
ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, - ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, რუსთაველის პრემია მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა...