“თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმა. ეჭვი არ გვეპარება, რომ დღეს უკრაინა არის ადგილი, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება… როგორც პოლონეთი, მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ჩვენი აზრით, ეს უნდა გაკეთდეს სრულ გამარჯვებამდე, ანუ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენამდე. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და ჩვენი აზრით, ეს არის NATO-ში შესვლის გარანტია. ჩვენ ამ გზაზე ჩვენს მეზობელს მხარს ვუჭერთ… იმედი მაქვს, რომ პოლონეთის მთავრობა, მიუხედავად პოლიტიკური ბანაკისა, გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც პოლონეთისა და ევროპული ინტერესების პოლიტიკას წარმოადგენს” | ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა
“ფასების შემცირება შესაძლებელია” – სადისტრიბუციო კომპანია „მზიურის” დამფუძნებელი
მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს „მზიურის" დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, ფასების შემცირება შესაძლებელია. „ეს არ არის მარტო...










