,,შემდეგი ინფორმაციაც საყურადღებოა თუ რატომ დაინიშნა ეს პრეპარატი?
რუსთავის მე 12 ში დაინიშნა შესვლისთანავე პრაქტიკულად: 02/10/2021 ში: დიაგნოზი შფოთვით – დეპრესიული (ICD 10) თავში ნევროზები (F 42.1), 100 mg ძილის წინ, მერე 8 ში დაემატა კიდევ 50 მგ. პროლონგირებული, უძილობის სამკურნალოდ.
ეს პრეპარატი ძილის მოსაწესრიგებლად არ ინიშნება. შემდეგ მე – 18 ში შიმშილობის ფონზე, როდესაც ამ პრეპარატის მიღება საერთოდ უკუნაჩვენებია, იგი კვლავ 100 მგ. ს იღებდა ოფიციალურად.
გორში დანიშნულებაში წერია 25 – 50 მგ. იღებდა 75 მგ – ს, თვითონ თქვა 100 მგ. 27 ნოემბერს ნახა სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა და დანიშნა 200 მგ. კიდევ 25 მგ. აღელვებისას.
თან წერია, თურმე მიხეილ სააკაშვილი იღებდა დღეში 2 ბოთლ კონიაკს დაპატიმრებამდე, რასაც არ ადასტურებს სააკაშვილი, დიაგნოზი მწვავე სტრესული აშლილობა F 43.1. ანუ არც ერთ ამ დიაგნოზზე არ ინიშნება პრეპარატი კეტილეპტი.
ეს არის ფაქტი. კიდევ ერთი დიაგნოზი რომელიც სახელმწუფო კონსილიუმმა დაწერა 30 ში მგონი: ადაპტაციის მოშლა შერეული დეპრესიულ – შფოთვითი აშლილობა, ესეც თავშია ნევროზები, არც აქ ინიშნება ეს პრეპარატი.
PTSD ამას არ საჭიროებს. 27 ნოემბერს ჩვენს მიერ დადგინდა ნეიროლეფსიური სინდრომი, რაც ამ პრეპარატის მიღების გვერდითი მოვლენაა.
ჩვენი მოთხოვნით შეიცვალა, მეორე დღეს მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ 29 ში სასამართლოზე წავიდა.
ჰოდა ახლა თქვით: რატომ იყო დანიშნული?
დამატებით: ვერნიკეს ენცეფალოპათიის დროს ამ პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება და არც შიმშილობაზე.”-მარიამ ჯიშკარიანი










