LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ” – კობახიძე

დაპოსტა 2026/02/16-ში
7
ნახვა
გაზიარება

რუსეთის გარდა კიდევ ოთხი საერთაშორისო სუბიექტია, რომელიც არ აღიარებს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას და ასევე არიან ქვეყნის შიგნით ექსტრემისტული ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და ახლა მიიღება მეორე კანონი, რომელიც დაუპირისპირდება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟსა და ექსტრემიზმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაციის შესახებ საკანონმდებლო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები აბსოლუტურად ლეგიტიმურად ჩატარდა და როდესაც არ გაქვს საწინააღმდეგო მიმართულებით მტკიცებულებები, თუმცა აგრძელებ საბოტაჟს, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა.

„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დაცული. ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობამ. თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ.

რუსეთის გარდა კიდევ ოთხი საერთაშორისო სუბიექტია, რომელიც არ აღიარებს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას და ასევე არიან ქვეყნის შიგნით ექსტრემისტული ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება მეორე კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც დაუპირისპირდება მეორე პრობლემას – კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟსა და ექსტრემიზმს. პირველ რიგში, როდესაც საუბარია არჩევნების ლეგიტიმაციაზე, თქვენ გახსოვთ როგორ წარიმართა პროცესები ჯერ 2020 წელს, შემდეგ 2024 წელს, მანამდე 2016-შიც იყო იგივე პროცესები. 2020 წელს აცხადებდნენ, თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და შემდეგ „გაყალბებულ პარლამენტში“ მთელი ოპოზიცია „შელაგდა“, როდესაც ხელი მოეწერა ე.წ. „მიშელის შეთანხმებას“. აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა არჩევნები გაყალბებული და არც პარლამენტი ყოფილა ყალბი. იგივე ხდება 2024 წლის შემთხვევაში. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და არჩევნები შედგა. ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ ისაუბრა შემდგარ ინსტიტუტებზე, შემდგარ პარლამენტზე, ძალიან მკაფიოდ იყო ეს ნათქვამი. არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ გაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და მაინც აგრძელებ ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შეეხებათ თუ არა ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩანაწერი ოპოზიციონერ ლიდერებს, კობახიძემ განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი ნორმა დისკრიმინაციული ვერ იქნება და ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს.

„სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, შესაბამისად, ბუნებრივია დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე, შეიძლება თუ არა პატიმრობა დაემუქროს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური, პრემიერმა აღნიშნა, რომ ის კონკრეტულ გვარებზე ვერ ისაუბრებს.

„ვერც ერთ გვარზე ვერაფერს გეტყვით, გვარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, შესაბამისი უწყება. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

თებერვალი 16, 2026
0
მთავარი

დღეს, 18:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერი მედიასთან გააკეთებს კომენტარს

დაწვრილებითDetails

ვისთვის შეიცვლება ცხოვრება რადიკალურად 17 თებერვლიდან – ასტროლოგები ასახლებენ

თებერვალი 16, 2026
18
მთავარი

17 თებერვალი ასტროლოგიურ კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ამავდროულად რადიკალური ენერგიების მქონე დღეა. ეს არის პერიოდი, როდესაც ცაზე ენერგეტიკული "გადაწყობა" ხდება - მზე ემზადება თევზების ზოდიაქოში გადასასვლელად, რაც მერწყულის რაციონალურ,...

დაწვრილებითDetails

“აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა” – რა შემთხვევაში იქნება დასაშვები 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტი

თებერვალი 16, 2026
12
მთავარი

საქართველოში 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება. საკითხის ირგვლივ მოქალაქეების მხრიდან არაერთი კითხვა ისმის, მათ შორის, იმ პირებს, რომლებმაც ახლახანს...

დაწვრილებითDetails

სკოლაში მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

თებერვალი 16, 2026
624
მთავარი

ქობულეთის ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა  ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. სავარაუდო მიზეზი ბულინგია. თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი....

დაწვრილებითDetails

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 16, 2026
148
მთავარი

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 16, 2026
7
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6799 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6799 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6807 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

„არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი“ – ნატა გაგუას საინტერესო რჩევა

თებერვალი 16, 2026
7
მთავარი

ცნო­ბი­ლი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის თავის გამომწერებს უზიარებს 12 რჩევას, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებისთვის დაგეხმარებათ: 1. მიირთვით ყოველდღე - მინ. 3-ჯერ, ხოლო მაქს-5 ჯერ-ზომიერი...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

თებერვალი 16, 2026
19
მთავარი

16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს არაერთ სიახლესა და საინტერესო ცვლილებას ჰპირდება. კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ვრცლად ქვემოთ გაგიზიარებთ: ვერძი ამ კვირაში ახალ გზას იწყებთ და ის შესამჩნევად განსხვავდება წინასგან. შესაძლოა,...

დაწვრილებითDetails

თელავში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა – არის მსხვერპლი

თებერვალი 16, 2026
103
მთავარი

თელავში ხანძარს 75 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა.  ახვლედიანის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს ერთი საათის წინ გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ასაკოვანი ქალი და მისი ვაჟი ცხოვრობდნენ. მამაკაცმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო,...

დაწვრილებითDetails

“ეს ხელისუფლება არის დასამხობი” – ბაჩო ახალაია

თებერვალი 16, 2026
23
მთავარი

გახსენით სასამართლო პროცესი, რატომ უნდა დახუროთ? ჯანდაბას, ახალაია ბევრს არ უყვარს ამ ქვეყანაში, დაინახონ რა ხდება… ერთი მტკიცებულება მოიტანონ, დადონ და მე აქვე ავწევ ხელებს და ვაღიარებ! - ასე მიმართა თავდაცვის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».