„თუ ეს 4 დღე ვიქნებით ძალიან ფრთხილად, არ გვექნება დრამატული ზრდა, დამიჯერეთ“, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გადაცემაში „დღის კურიერი“ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამით თავიდან იქნება აცილებული ინფექციის გავრცელების დრამატული ზრდა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც შეძლებს გამოწვევასთან გამკლავებას.
„თუ შესრულდება ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დღეს სახელმწიფო იძლევა და ეს 4 დღე ვიქნებით ძალიან ფრთხილად, გვექნება ზრდა, მაგრამ არ გვექნება დრამატული ზრდა. დამიჯერეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 336 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.










