ჟურნალისტი ლიკა ბასილაია შავგულიძე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ,, არაჟანი და კვერცხი და სხვა განცხადებები არის ანტიჰუმანური განცხადებები”.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს ურჩია, რომ კვერცხით და რძის პროდუქტებით იკვებოს.
,,სახალხო დამცველის კონსილიუმმა თქვა, რომ მიშა სააკაშვილს აქვს ანორექსია. ანორექსია იწვევს სიკვდილს.
ვინც არ იცით დაგუგლეთ. პირადად მქონია შეხება ამ კოშმართან და აქედანაც ვიცი საუბედუროდ.
არაჟანი და კვერცხი და სხვა განცხადებები არის ანტიჰუმანური განცხადებები.
გადაიყვანეთ სააკაშვილი საზღვარგარეთ კლინიკაში, სხვაგვარად ანორექსია ნამდვილად იწვევს სიკვდილს, თუ ეს არ იციან, გაიგონ, თუ იციან, ესე იგი უნდათ რომ მოკვდეს, მარტივადაა ყველაფერი”-წერს ლიკა ბასილაია შავგულიძე.