ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, საკოორდინაციო საბჭო 2 კვირის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქებას ფიქრობს. როგორც ის ამბობს, შეზღუდვების შემსუბუქება მას შემდეგ მოხდება, რაც დადებითობის მაჩვენებელი გაუმჯობესდება.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი 2 კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, ჩვენ შევძლებთ, რომ გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ. ყველაფერს შეეხება ერთობლივად”,– თქვა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო გამოცხადებულ შეზღუდვებთან ერთად საქართველოში კომენდანტის საათი უკვე 6 თვეზე მეტია მოქმედებს. ის არცერთი “შემსუბუქებების ეტაპზე” არ მოხსნილა.