თუშეთის გზაზე ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს 22-ე კმ-ზე მოხდა.
დაღუპული ველოსიპედისტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.
ამ წუთებში ადგილზე გარდაცვლილის ხევიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 281-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.