თურქული მხარე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს. ინფორმაციას საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ავრცელებს.
ოზთურქი, ბათუმში, 31 მაისს დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინა.
2018 წელს, თურქული მედიის ცნობით, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ოზთურქი სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა.










