თურქეთი რუსი კლიენტებისთვის საბანკო პოლიტიკას ამკაცრებს. ზოგიერთმა ფინანსურმა ინსტიტუტმა კომპანიების ანგარიშების დახურვა დაიწყო და მოთხოვნები გაზარდა იმ პირებისადმი, რომლებიც ბარათების გახსნას აპირებენ.
აღნიშნული ინფორმაცია კრემლშიც დაადასტურეს. რუსულ პრესაში წერენ, რომ თურქული ბანკების პოლიტიკა დეკემბერში, ჯო ბაიდენის ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ, მკვეთრად შეიცვალა .
ცნობისთვის, ბაიდენმა აშშ-ის ხაზინას მიანიჭა უფლებამოსილება, რომ გამარტივებული წესით დასაჯოს ბანკები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევენ.










