ფოტოგრაფი, დავით ოქროპილაშვილი, იგივე „დანტესი“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს.
როგორც ფოტოგრაფი წერს, ლილიანას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დანტესი გულშემატკივრებს გოგონას პირველ ფოტოს უზიარებს.
ცნობისთვის, 21 წლის ლილიანა გოჭოშვილს ოპერაცია თურქეთში ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევა ცნობილმა სპეციალისტმა, ალთან ვაროლმა განახორციელა – იმავე მედიკოსმა, რომელმაც ადრე 16 წლის მარიამ კოხრეიძის ოპერაცია ჩაატარა.