თურქეთის ქალაქ სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი ბიძგების სიმძლავრემ 3,9 შეადგინა, განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე კი 6,2 და 4,4 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარის ზღვაში, შვიდი კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
მედიის ცნობით, სტიქიას მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა. მიწისძვრის შემდეგ მოქალაქეებმა შენობები დატოვეს და ქუჩებში გავიდნენ.