თურქეთში, ალადაგლარის მთებში ორი ბელორუსი ალპინისტი დაიკარგა. მედიის ცნობით, ალპინისტები მთის დასაპყრობად 16 ოქტომბერს წავიდნენ.
სამძებრო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერად ჩართულია ვერტმფრენიც. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ყველა შესაძლო რესურსია ამოქმედებული, რათა ალპინისტების პოვნა მოხერხდეს. მათი განმარტებით, ისინი მჭიდრო კომუნიკაციაში არიან თურქულ მხარესთან.