თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერის დროს ცუდად გახდა .სამშაბათს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თურქეთის ლიდერს სამი გამოსვლა ჰქონდა. საღამოს ის ინტერვიუს აძლევდა Ulke TV-ს და Kanal 7-ს.
მედიის ცნობით, ერდოღანის სატელევიზიო გამოსვლა დაგეგმილზე დაახლოებით 90 წუთით გვიან დაიწყო და დაწყებიდან 10 წუთში შეწყდა.
ინტერვიუ დაახლოებით 15 წუთში განახლდა და თურქეთის პრეზიდენტმა თქვა:
“გუშინ და დღეს მძიმე დღეები იყო. სწორედ ამიტომ დამემართა კუჭის გასტროენტერიტი”.
თურქეთის ლიდერმა გადაცემის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე კითხვას უპასუხა.
არჩევნები თურქეთში 14 მაისაა დაგეგმილი. 69 წლის ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგე ქემალ კილიჩდაროღლუა.