LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

დაპოსტა 2019/09/14-ში
738
ნახვა
გაზიარება
პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ — ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან.

დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით 500 გრამზე მეტი მოცულობით დაჭრილი თამბაქოს იმპორტი აქციზურ დაბეგვრას არ ექვემდებარება. მას შემდეგ, რაც “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა და ფილტრიან და უფილტრო თამბაქოზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში თამბაქოს შემოტანა სწორედ 500 გრამზე მეტი მოცულობით, ანუ თუთუნის სახით ხდება, რაც ახლა ნულოვან დაბეგვრას ექვემდებარება.

“პრობლემაა სწორედ ის, რომ კანონმდებლობაში არსებობდა და დღესაც არსებობს უცვლელი ნორმა, რომ გადასახადი თამბაქსოთან მიმართებაში იყო მიბმული შეფუთვის სახეობაზე, კერძოდ რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, ე.წ. გასახვევი თამბაქოს იმპორტი შემოდის დაუბეგრავად, ანუ აქციზის გადასახადის გარეშე. კანონმდებლობაში 10 წელზე მეტია ასეთი ნორმა არის ჩარჩენილი, რომ 500 გრამზე მეტი მოცულობით თუ შემოდის თამბაქო, მისი განაკვეთი არის ნულოვანი.

წინა ცვლილებების შემდგომ საბაჟოზე იმპორტი შემოდიოდა სწორედ ასეთი შეფუთვით და მისი დაბეგვრა არ ხერხდება. შესაბამისად, ამან რამდენიმე ათეული მილიონით დანაკლისი გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტში”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ხუციშვილმა.

მას შემდეგ რაც თამბაქოზე აქციზი და ადვალური გადასახადი ერთმანეთის მიყოლებით გაიზარდა, თამბაქოს მომხმარებლების დიდმა ნაწილმა თუთუნის შეძენა დაიწყო ფასთა მნიშვნელოვანი სხვაობის გამო. ცვლილებები სწორედ ამ ფაქტორით არის განპირობებული.

პარლამენტის დეპუტატების მიერ მომზადებული “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე მიიღო.

ეს ერთადერთი ცვლილება არ არის. საქმე ისაა, რომ ახალი წლიდან უფილტრო სიგარეტზეც გაიზრდება ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე და ის ფილტრიან სიგარეტსის განაკვეთს გაუტოლდება. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყველა სახეობის სიგარეტის ფასი გათანაბრდება და ამავე დროს გაძვირდება კიდეც.

“რეზონანსთან” საუბრისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ დეტალებზე ორშაბათის შეხვედრის შემდეგ შეძლებს საუბარს, ცვლილებას კი თამბაქოს კონტრაბანდის აღმოფხვრისაკენ გადადგუმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

“ჯერჯერობით ვერ გავაკეთებ ზუსტ კომენტარს, რადგან ორშაბათს არის შეხვედრა ჩანიშნული, სადაც დეტალურად უნდა განვიხილოთ ყველაფერი. აქ არ არის, პირველ რიგში, ფასის მატების საკითხი, ყურადსაღებია კონტრაბანდის აღმოფხვრის საკითხი და მთავარი რგოლიც სწორედ ეს არის”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას აკაკი ზოიძემ.

არასამთავრობო სექტორიც თუთუნზე აქციზით დაბეგვრას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს. თამბაქოს კონტროლის ალიანსის დამფუძნებლის გიორგი ბახტურიძის თქმით, ადამიანების ჯანმრთელობასთან პირდაპირკავშირშია თამბაქო და არ უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი:

“თუთუნი სარისკო პროდუქტად რჩება. აქამდე არსებულ რეგულაციებსაც არავინ იყენებდა, რამაც ცუდ შედეგამდე მიგვიყვანა. ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება თუთუნი და ეს სერიზული პრობლემაა, თუმცა გადაუწყევეტელი არ არის. უნდა გამკაცრდეს და ყურადღება მიექცეს ამ რეგულაციებს. იანვარ-თებერვალში უნდა მომხდარიყო ცვლილება, ახლაც არ არის გვიანი, თუმცა ხალხი კიდევ აღშფოთდება და მთავრობას დაადანაშაულებს, არადა რეალურად მათი ჯანმრთელობისთვის კეთდება ეს ყველაფერი.

მომავალში ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მკურნალობა ამ ადამიანებისთვის, ვინც თამბაქოზე დამოკიდებულია. სოციალურად დაუცველი მწეველებისათვის კი, რომელთაც აქვთ კონკრეტული დაავადებები, რაზეც პირდაპირი გავლენა აქვს თამბაქოს მოხმარებაას, მკურნალობა უნდა იყოს უფასო. სწორედ ამისთვის ვიბრძვით და ფასის ზრდაც ამას უკავშირდება”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას თამბაქოს კონტროლის ალიანსის დამფუძნებელმა.

“რეზონანსი”

თეგები: თუთნისიგარეტიფასების ზრდა
გაზიარება296

დაკავშირებული -პოსტები

შეიკრა წიგნები, ალბომები… გამოჩნდა ცარიელი თაროები – ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა რეაბილიტაციისთის ემზადება

ნოემბერი 19, 2025
16
ფოტო: ნანული ცხვედიანი
მთავარი

"შეიკრა წიგნები, ალბომები და ბროშურები, ყველაფერი ფორმატების მიხედვით ჩალაგდა ყუთებში, ახრიწინდა ასეულობით მეტრი "სკოჩი" და გამოჩნდა ცარიელი თაროები... ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წინასარემონტო სამზადისში აქტიურად ჩაერთო ჩვენი -...

დაწვრილებითDetails

გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
17
მთავარი

საქართველო საავტომობილო გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - საქართველოში, ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ როდესაც ევროპული საუკეთესო მაჩვენებელი არის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 48 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა

ნოემბერი 19, 2025
59
მთავარი

48 წლის ქუთაისელი  ლია ასკურავა პირველი შვილის დედა გახდა. ქალი უშვილობის 15 წელი ებრძოდა. 9 თვის მანძილზე პაციენტის ორსულობა კლინიკა ,,ბომონდის ,, მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ მართა. პატარა სესილი სინატაშვილი...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ნოემბერი 19, 2025
44
მთავარი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სამტრედიის წყალარინებისა და სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მასშტაბურ მშენებლობას იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანია - „JV of YDA Insaat San....

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ნოემბერი 19, 2025
758
მთავარი

დედოფლისწყაროში 45 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 18 ნოემბერს  ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. მეზობლების თქმით, კაცი ბოლო პერიოდში არ გამოჩენილა, მოსაკითხად სახლში მისულ ძმას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ნოემბერი 19, 2025
19
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის...

დაწვრილებითDetails

“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)

ნოემბერი 19, 2025
797
მთავარი

მოსკოვის აღმოსავლეთით, შოკის მომგვრელი სურათი აღმოაჩინა პოლიციამ. სამართალდამცველებმა გოლიანოვსკის ტბასთან ახლოს, ჩანთაში ბავშვის ნეშტი იპოვეს. ცხედარი სკოლის მოსწავლეს ეკუთვნოდა. SHOT- ის აინფორმაციით, ბავშვი, დაახლოებით 6 წლის იყო. პოლიციის ინფორმაციით, ბიჭის ცხედარი დანაწევრებული იყო;...

დაწვრილებითDetails

გამოწვეულია თუ არა ხელების დაბუჟება თრომბით – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

ნოემბერი 19, 2025
33
მთავარი

ხელების დაბუჟება ბევრ ადამიანს აწუხებს და ეს  შეიძლება, რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული. ექიმი გიორგი ღოღობერიძე 4 მიზეზს ასახელებს. „პირველი მიზეზი მაჯის გვირაბის სინდრომია. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც, მაჯის არეში...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი სიახლე ჯანდაცვის სამინისტროსგან

ნოემბერი 19, 2025
442
მთავარი

დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ნოემბერი 18, 2025
450
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. „შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».