გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 დეკემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, შესაძლებელია ნისლი. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:
გაგრა 4° – მზიანი;
სოხუმი 5° – უმეტესად მზიანი;
ზუგდიდი 4° – უმეტესად მზიანი;
მესტია -7° – მზიანი;
ბათუმი 5° – წვიმა;
ოზურგეთი 4° – წვიმა;
ქუთაისი 4° – ღრუბლიანი;
ამბროლაური 2° – უმეტესად მზიანი;
ახალციხე -2° – თოვლი;
ბორჯომი -2° – თოვლი;
ბაკურიანი -11° – თოვლი;
გორი -1° – თოვლი;
ცხინვალი -4° – ღრუბლიანი;
სტეფანწმინდა -13° – უმეტესად მზიანი;
გუდაური -14° – მზიანი;
თელავი 1° – მზიანი;
რუსთავი 2° – უმეტესად ღრუბლიანი;
თბილისი 1° – ღრუბლიანი.