თურქეთის აღმოსავლეთით სამ პროვინციაში ძლიერი თოვის გამო 158 დასახლებული პუნქტი ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ ვანის პროვინციაში ჩაიკეტა 11 გზა, მუშში – 102, ბითლისში – 45.
“ვანის, ბითლისისა და მუშის პროვინციებში თოვლის გამო 158 დასახლებულ პუნქტთან კავშირი არ არის,” – ნათქვამია განცხადებაში.
გზების გაწმენდისა და დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.









