გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე, გამოძიების მოთხოვნის მიზნით, “ლელოს” ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მთავარ საგამოძიებო უწყებაში განცხადება შეიტანა.ნაცვლიშვილის თქმით, უკვე წლებია, რაც გელათში არსებული ფრესკები დაზიანებულია, თუმცა არც ერთი უწყების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი საქმეში კორუფციის ნიშნებსაც ხედავს.
შეგახსენეთ რომ გელათს ამ ეტაპზე თუნუქით ხურავენ, დროებით . ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც უხარისხო კრამიტში წყალმა ჩაჟონა და ტაძრის შიგნით ფრესკები დააზიანა. „მართალია არ იყო მკაცრი მონიტორინგი სამუშაობისა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ“-განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მედიასთან კომენტირებისას 2020 წლის 25 სექტემბერს . სახურავის აღდგენა კვლავ შემსრულებელ კომპანიას დაევალა. გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.