საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება.
“საარჩევნო კოდექსით” იქნება გათვალისწინებული, რომ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის მორიგი არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განმარტა, არჩევნების თარიღის კანონმდებლობის დონეზე განსაზღვრა ოპოზიციის მხრიდან გახმოვანდა, რომელსაც “ქართული ოცნება” დაეთანხმა.
“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავენ.