თერჯოლის მუნიციპალიტეტში 23 ოქტომბერს “თერჯოლის ღვინის ფესტივალი” გაიმართება.
ფესტივალზე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ნატურალურ პროდუქტსა და ღვინოებს შესთავაზებენ საზოგადოებას.
ნაჩვენებ საოჯახო მარნის ღვინოებს შორის საუკეთესოს, სხვადასხვა ნომინაციაში, კომპეტენტური სომელიები გამოავლენენ.
“თერჯოლის ღვინის ფესტივალის” ფარგლებში საზოგადოების წინაშე ქართული ფოლკლორული ანსაბლები წარსდგება.