თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანადირო თოფს 3 წლის ბავშვმა ხელი გამოკრა და ტყვია შემთხვევით მის 6 წლის ძმას მოხვდა.
როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.