თელავში, ავტოგსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი სამარშრუტო ტაქსი და „მერსედერსის“ მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა,შუახნის კაცი კი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული