თელავში ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. 18 წლის გელა ჯოხარიძე , თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდნენ და ის ამ დრომდე, კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
ექიმების განმარტებით, დაშავებულს თავის არეში მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული და მისი მდგომარეობა, პირველივე დღეებიდან მძიმე იყო.
ახალგაზრდამ თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლა წელს დაასრულა.
ავტოსაგზაო შემთხვევა კი თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, 7 ოქტომბერს მოხდა. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ოთხი მგზავრი დაშავდა.
სამი ახალგაზრდა საავადმყოფოდან მალევე გაწერეს, მეოთხეს კი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა, ერთი კვირის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.