ბათუმის აეროპორტში დღეს, 10 აგვისტოს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, ორი მცდელობის მიუხედავად ვერ დაჯდა.
თვითმფრინავი [ISR885] ამ წუთებში [12:48 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს.
მიზეზი სავარაუდოდ უამინდობაა. „ბათუმელები“ ინფორმაციას ბათუმის აეროპორტისგან ელოდება.
თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მესამე მცდელობისას დაჯდა [დაახლოებით 12:56 საათზე].