LIVE TV
ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

თეიმურაზ შაშიაშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

დაპოსტა 2020/10/01-ში
219
ნახვა
გაზიარება
თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტიის “თეთრები” მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში
თეთრები მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, რომელთაც გვაერთიანებს დიდი ქართული მიზანი: „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, „ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით, ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ დღეს ქვეყნისათვის უმთავრესია: ქართული აზროვნების დამკვიდრება, ყოველივე ქართულის დაცვა, ყოველივე ქართულის განვითარება.
„ქართული“ – ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას, ვინაიდან ის თავისი არსით, შინაგანი ბუნებით, შორს დგას, როგორც კოსმოპოლიტიზმისგან, ისე ვიწრო ეროვნულ ჩარჩოებში ჩაკეტილი ნაციონალიზმისგან.
„დარბაზი“ – ნიშნავს ერთგულებას ფესვებისადმი და მემკვიდრეობითობას ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინანდელი დარბაზის პრინციპებისადმი, რაც გახლდათ ღირსეული მცდელობა სახელმწიფო აზროვნებაში და მმართველობაში პარლამენტარიზმის დანერგვისა.
ჩვენ გვაერთიანებს ბიბლიური სიბრძნე: მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული.
ჩვენ შეიძლება ბევრი რამით განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან: ასაკით, მსოფლმხედველობით, მრწამსით, ეროვნული კუთვნილებით, სოციალური მდგომარეობით… მაგრამ მთავარში, სამშობლოში, გვაქვს ერთობა და ერთნი ვართ იმაში, რომ ჩვენი მოქმედების საფუძველი იქნება სიყვარული.
„ქართული დარბაზი“ გახლავთ საკრებულო იმ ადამიანთა, რომელთაც გული შესტკივათ ქართული აზროვნების გასაჭირის გამო. ის არ არის მხოლოდ საკუთრივ ქართველთა საფიქრალი და არ შემოიფარგლება ეთნიკური ქართველებით.
განა ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?!
განა შეტევა ქართულ ეკლესიაზე, ქართულ ენაზე, ქართულ ტრადიციებზე, საერთოდ ქართულ კულტურაზე მისი ფართო გაგებით, ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?!
განა ის, რომ საერთაშორისო მასშტაბით დღემდე არ განმტკიცებულა ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“, ის, რომ ანტიკური კოლხეთისა და ბრწყინვალე ივერიის მემკვიდრე საქართველო დღეს სხვადასხვა ენაზე ათასგვარად იწოდება, ვინაიდან ვერ შევძელით მსოფლიოსთვის გვემცნო და დაგვემკვიდრებინა სახელმწიფოს სახელწოდება ძირძველი ერის ენაზე, რაც არაერთმა ერმა თუ სახელმწიფომ მოახერხა, ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?
განა ის, რომ დღემდე კონსტიტუციურად ვერ დავადგინეთ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაბადებული ყოველი ქართველი, ყოველი აფხაზი დაბადებისთანავე იურიდიულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ, რადგან არც ქართველს, არც აფხაზს არასოდეს ჰქონია სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი, ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?
განა ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს, ცალკეულ პოლიტიკოსთა პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების აგიტპუნქტებად იქცნენ ტელევიზიები, ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის? განა ის, რომ ათწლეულებია, რეალურ კოლონიზატორს მეგობრად და მოჩვენებით ბელადს მხსნე-ლად აღვიქვამთ, ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?
განა ის, რაც ოც წელზე მეტია, უგულებელყოფილია – პროფესიონალიზმი, გამოცდილება, კეთილსინდისიერება, ქვეყნისადმი ერთგულება, შეცვლილია ხელისუფალთათვის ერთგულებით და ქვეყანა იმართება ემოციით, სუბიექტური მოსაზრებებით, რომ სახელმწიფო არ არის ორიენტირებული ძლიერზე, რომ ამის შედეგად ქვეყანა აცდა ბუნებრივი განვითარების გზას და ევროპა – აზიის გზაჯვარედინზე მდებარე დიდი ისტორიის ქვეყნის ურთიერთობა გარე სამყაროსთან ერთვექტორული გახდა, ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?
ყოველივე აღნიშნული, ჩვენი აზრით, განპირობებულია ორი უმთავრესი პრობლემის არსებობით:
პირველი პრობლემა, ძირითადად, ქვეყნის გარეთაა და მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერ შევძელით გარე სამყაროს, უპირველესად, დემოკრატიულ მსოფლიოს რეალურად ვაჩვენოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორია, მისი დემოკრატიული ბუნება. ამის შედეგია, ერთი მხრივ ის, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ არათუ არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია და დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციაში, ხალხის დემოკრატიული ბუნება, არამედ გვიყურებენ, როგორც განვითარებად, ზოგჯერ კი, როგორც განუვითარებელ ქვეყანას და ამიტომ გვექცევიან, როგორც ნეოკოლონიალურ სახელმწიფოს. მეორე მხრივ ის, რომ უკვე საუკუნეებია, რეალურ კოლონიალისტებს აღვიქვამთ მეგობრებად.
მეორე პრობლემა ქვეყნის შიგნითაა და მდგომარეობს იმის გაუცნობიერებაში, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი – ეს არის თავისუფალი ადამიანი… ყოველ ადამიანს გვაქვს ღვთისაგან ბოძებული უფლებები: სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების უფლება და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება… ამის გარანტი ხელისუფლება უნდა იყოს. ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისთვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია, ყოველი ადამიანი აცნობიერებდეს ბიბლიურ შეგონებას „თავისუფლებისათვის გაგანთავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები“…
გულის სითბოს და აზრის ნათელს ქართველთა, მზე – საქართველოს, აზროვნების გასაჭირის ავი ღრუბელი შემოხვევია და ძველებურად ვეღარ ანათებს, ვეღარ ათბობს, ვეღარ ბრწყინავს.
დღეს „საქართველო დაჭრილი მზეა“ !!!
მიუხედავად მცდელობისა, ქვეყანა განვითარებულიყო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და ნორმების შესაბამისად – ქვეყანაში სისტემური კრიზისია!
ჩვენ გაგვიძლიერდა იმის შეგრძნება, რომ ერი დღემდე ვერ გახდა ქვეყნის პატრონი. საქართველო კვლავაც იმართება ქვეყნის გარე ძალების მიერ, მათი ინტერესების შესაბამისად და ჩვენი სახელმწიფოს საზიანოდ. ქვეყანას მორიგეობით განაგებენ, ძირითადად, გარედან თავსმოხვეული, საგანგებოდ გაწვრთნილი არაქართული ცნობიერების სუბიექტები.
რაც არ გვაკლია, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები… რაც არნახულად გვაკლია – ეს არის ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საინფორმაციო საშუალებები.
ქართული ცნობიერება, ქართული აზროვნება, ქართული მორალი დაუნდობლად ფეხქვეშ ითელება და იცვლება ყალბი ფასეულობებით.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას ცივილიზებული მსოფლიოსგან მოაქვს ის, რაც გვანგრევს და უარს ამბობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგებოდა.
ყველაფერ ამაში ჩვენი ბრალიცაა, პირველ რიგში, ინტელექტუალური ადამიანებისა, რომლებიც დიდი ხანია, განერიდნენ პოლიტიკას და ამით ყველა სხვას მისცეს საშუალება _ გაქცეულიყო პოლიტიკაში. ჩვენ არ მოგვწონს გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის 20 -ზე მეტი წელია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგანაც უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის.
ინტელექტი და ბიზნესი – აი, ორი საყრდენი, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები და რომელთა წყალობით უნდა მოხდეს საქართველოს სრული რეინტეგრაცია მსოფლიოს ერთა დიდ ოჯახში.
ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების განსახორციელებლად, სახელმწიფოს მმართველობის პროცესში ის ადამიანები უნდა შემოვიდნენ, ვისი მეთოდია მეცნიერული, სისტემური მიდგომები ყველაფრისადმი, მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ.
ჩვენ გვინდა ყველას ვუთხრათ: უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად. ეს მით უმეტეს საჭიროა დღეს, როდესაც ხელისუფლების მიერ სამართლიანობის დადგენის უაზროდ გაჭიანურების ფონზე ჯიუტად გრძელდება ერის წინაშე დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციისა და მასთან კოჰაბიტაციის რეჟიმი, რაც სულ უფრო ხელშესახებს ქმნის „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე პოლიტიკურ ძალად წარმოჩენას და ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროებას.
ყოველ დროში, სახელმწიფო კაცები, ერის მამა – დიდი ილია ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ–სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინ შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.
ქართული სახელმწიფოებრიობის 30-საუკუნოვანი ისტორია დასტურია იმისა, რომ ჩვენ ვიდექით ცივილიზაციის სათავეებთან და მუდმივად ვიყავით ცივილიზაციის მწვერვალზე.
მემკვიდრეობითობის ამ ქართული განწყობიდან გამომდინარე, „ქართული დარბაზი“:
ერთი მხრივ, ეს არის – უფროსი თაობის ანდერძი შემდგომი თაობებისადმი: „გიყვარდეთ საქართველო, გაუფრთხილდით საქართველოს, დაიცავით საქართველო!“
მეორე მხრივ, ახალგაზრდა თაობებისათვის, ეს არის ქართული კულტურის, ქართული ცნობიერების დაცვა-შენარჩუნება გლობალიზაციის ურთულეს და უმძიმეს პერიოდში.
ყველას კი გვაერთიანებს – საქართველო უპირველეს ყოვლისა!
მოქმედების დროა!
გაზიარება88

დაკავშირებული -პოსტები

ვინ და ვინ არიან ქუთაისის მერობის კანდიდატები

სექტემბერი 2, 2021
1.1k
კანდიდატები

საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. ქუთაისის მერობის კანდიდატურაზე ამ ეტაპზე 4 პირია დარეგისტრირებული. ესენი არიან: იოსებ ხახალეიშვილი - "ქართული ოცნება" ხატია დეკანოიძე - გაერთიანებული ოპოზიცია ანდრო ლოსაბერიძე - პოლიტიკური პლატფორმა...

დაწვრილებითDetails

გიორგი გოგუაძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი

სექტემბერი 1, 2021
180
კანდიდატები

გიორგი გოგუაძე - ქუთაისის მერობის კანდიდატი - პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი დაბადების თარიღი:  07/04/1993 სამუშაო გამოცდილება: ●  2019-დღემდე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ლექტორი (საერთაშორისო ურთიერთობები ●  2020- დღემდე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი...

დაწვრილებითDetails

ხატია დეკანოიძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი

აგვისტო 25, 2021
158
კანდიდატები

ხატია დეკანოიძე - გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ქუთაისი დაიბადა: 1977 წლის 20 იანვრას თბილისში განათლება: 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით სამუშაო გამოცდილება: 1999 წლიდან იგი საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ქვეყნის განვითარების შეფერხება”-ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი

ნოემბერი 10, 2020
198
კანდიდატები

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსხლებასთან შეხვედრებს აგრძელებს ამჯერად მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულ და კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალქეებს შეხვდა. ზაზა ლომინაძის განცხადებით ახლა...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციის უკმაყოფილო ნაწილი პროტესტის სახელით დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს ქვეყანას”-ქუთაისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს

ნოემბერი 10, 2020
206
კანდიდატები

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად ამჯერად კახიანოურის მოსახლეობას შეხვდა და ბალანჩივაძის,...

დაწვრილებითDetails

სოფიო იმედაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში

ოქტომბერი 1, 2020
248
კანდიდატები

სოფიო იმედაძე - „მწვანეთა პარტიის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში   დაბადების თარიღი: 01. 01. 1976 მისამართი: ქუთაისი, გოგებაშვილის ქუჩა N 29 ტელ: (0431) 25 03 15; 599-51 00 71. ელ:...

დაწვრილებითDetails

დიმიტრი ხმალაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში

ოქტომბერი 1, 2020
247
smart
კანდიდატები

დიმიტრი ხმალაძე - "პ.მ. თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა"-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში დაიბადა: 29.11.1989 წ. ქალაქ მოსკოვში. 1990 წლიდან 1998 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში სადაც სწავლობდა ქალაქ ახალციხის N2 საჯარო სკოლაში....

დაწვრილებითDetails

თორნიკე მარჯანიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ოქტომბერი 1, 2020
496
კანდიდატები

თორნიკე მარჯანიშვილი - "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაიბადა 1960 წლის 11 ივლისს, ძირძველი ქუთაისელების რამაზ და ევგენია მარჯანიშვილების ოჯახში. ქუთაისის 23 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მიიღო...

დაწვრილებითDetails

ნათელა ჯიმშელეიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ოქტომბერი 1, 2020
220
კანდიდატები

ნათელა ჯიმშელეიშვილი - პოლიტიკური გაერთიანების ” ქართული ფესვები” მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში   დაბადების თარიღი: 1980 წლის 23 სექტემბერი, ტყიბული   განათლება:  1987-1996 წწ.   ქ. ქუთაისის 25 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა 1997-1999 წწ. ...

დაწვრილებითDetails

იოსებ კენჭაძე – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ოქტომბერი 1, 2020
167
კანდიდატები

იოსებ კენჭაძე - ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი დაბადების თარიღი: 1990 წლის 13 აპრილ დღეს მე გადავწყვიტე, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი სამართლებრივი, სოციალური თუ პიროვნული გამოცდილება ხალხის სამსახურს დავუკავშირო...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».