თეთრ სახლში დიდი დღეა – ვნახოთ რა შედეგები იქნება?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკისა და ევროპელი ლიდერების ვიზიტამდე Truth Social-ზე წერს.
„თეთრ სახლში დიდი დღეა. ერთდროულად ამდენი ევროპელი ლიდერი აქ არასდროს გვყოლია. ეს ამერიკისთვის დიდი პატივია!!! ვნახოთ, რა შედეგები იქნება???“, – წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, დღეს თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შეხვდება.
დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება, ხოლო ევროპული ქვეყნების ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტი თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.
დონალდ ტრამპი ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.