თეთრი სახლი ილონ მასკს საკუთარ სოციალურ მედიაში ამაზრზენი ანტისემიტური სიცრუისა და რასისტული სიძულვილის გამეორებაში ადანაშაულებს. ანტისემიტური პოსტების გამო ყოფილი ტვიტერის პლატფორმას ბოიკოტს უცხადებენ მსხვილი კომპანიებიც. იმ კომპანიებს შორის, ვინც ქსელში რეკლამების განთავსება შეწყვიტეს არის, Disney და Apple.
აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელში რამდენიმე მსხვილი კომპანიის რეკლამა ხშირ შემთხვევაში ნაცისტური პროპაგანდისა და ანტისემიტური შეთქმულების თეორიების გვერდით თავსდებოდა. ილონ მასკი ბრალდებას უარყოფს და გამოძიების ავტორ ორგანიზაციას სასამართლოში ჩივილით ემუქრება.










