ამ წუთებში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დენ სკავინო ავრცელებს.
„Air Force One-ი ენდრიუსის ბაზაზე დაეშვა. პრეზიდენტი ზელენსკისა და სხვებს ესაუბრება. თვითმფრინავიდან ჩამოსვლა ამიტომ დაგვიანდა“, – წერს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაზე ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ცოტა ხანში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავდა და შეხვედრის შესახებ აცნობებდა“.