კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის დასს უნდა შეხვედროდა, თუმცა თეატრის ყველა შესასვლელთან კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან მობილიზებული, რის გამოც მინისტრი მანქანიდან არ გადმოდის.
დახურული შეხვედრა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, დასი მინისტრს უცდის, თეა წულუკიანი კი ჟურნალისტების გამო მანქანიდან არ გადმოდის.
მან რამდენჯერმე სცადა თეატრის სხვადასხვა სათადარიგო კართან მისვლა, თუმცა მედიის დანახვის შემდეგ თეატრის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
mtavari.tv










