თბილისში 17 წლის ბიჭს ეძებენ – ინფორმაციას ოჯახის ახლობელი ავრცელებს და წერს, რომ დავით ჯანიქი სახლიდან დილის 8 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე: 593 080 088
“მეგობრებო, გთხოვთ, გააზიარეთ, თბილისში დაიკარგა 17 წლის დავით ჯანიქი. სახლიდან გავიდა დილის 8 საათზე და არ ჰქონია კონტაქტი შუადღის 2 საათის შემდეგ. ტელეფონი გამორთული აქვს. წაიღო პასპორტი, ოქროს ცეპი და დატოვა წერილი” – წერია განცხადებაში.