თბილისში წამსვლელთა მობილიზება ქუთაისში ხვალ, დილის ექვსის ნახევარზე დაიწყება.
ორგანიზატორები გასვლას, დილის 6 საათისათვის, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან გეგმავენ.
ჩოხოსნებმა მკაცრი მითითება მიიღეს და არაა გამორიცხული, ისინი ვინც არასაპატიო მიზეზით არ წავლენ, ჩოხოსანთა რიგებიდან ამოირიცხოს.
გაცხადებული გეგმით, ისინი პატრიარქის დაძახილზე, ქაშუეთის ეკლესიაში, ლოცვის აღსავლენად მიდიან.