დიდ დიღომში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის გაქურდვა სცადეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად ტაძრიდან არაფერია წაღებული.