თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე ერთსართულიანი სასაწყობო სივრცე დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
ხელვაჩაურში ქალის ცხედარი იპოვეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სალიბაურისა და სოფელ ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. ადგილზე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.










