უბედური შემთხვევა გლდანში – სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. ცნობილი ხდება, რომ დაღუპულთა შორის დედა და 3 შვილია.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ გლდანის მეორე მიკრორაიონში მოხდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.