თბილისში, საბურთალოს რაიონში, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.