ექიმის თქმით :-„ორი პაციენტია შემოყვანილი, შუახნის მამაკაცი და ახალგაზრდა ქალბატონი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. მამაკაცის მდგომარეობა არის საკმაოდ საყურადღებო. მრავლობითი მოტეხილობები აქვს. კერძოდ: არის მარჯვენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, მარჯვენა მხრის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა, წელის ძვალის მოტეხილობა. შეყვანილი არის საოპერაციო ბლოკში და უტარდება ოპერაცია.
რაც შეეხება ქალის მდგომარეობას, მისი მდგომარეობა არის სტაბილური. არის სხეულის სხვადასხვა მიდამოს ქსოვილების დაჟეჟილობა. უტარდება კვლევები და მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას მის გაწერასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ დიხამინჯიამ.










