ზონალურ- საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება. გადაწყვეტილების მიზეზად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება დაასახელა. მისი თქმით, პარკირების რეფორმა მიმართული იყო იმისთვის, რომ ადამიანებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისათვის მეტი მოტივაცია ჰქონოდათ .
„მოგეხსენებათ, რომ ხვალიდან იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ამასთან დაკავშირებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო და ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია გავუჩინოთ ადამიანებს იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება ამ დროის განმავლობაში”, – განაცხადა კალაძემ.
ხვალიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ეპიდემიიდან გამომდინარე მუშაობას აჩერებს.