LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თბილისში ზონალური პარკირება -1 საათი-1 ლარი-რეგულაცია 1 ივლისიდან ამოქმედდება

თბილისში ზონალური პარკირება -1 საათი-1 ლარი-რეგულაცია 1 ივლისიდან ამოქმედდება

დაპოსტა 2022/05/25-ში
A A
236
ნახვა
გაზიარება

2022 წლის 1-ელი ივლისიდან, თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონებში, ჯამში 32 ქუჩაზე ამოქმედდება, აქედან 31 ქუჩა საბურთალოს რაიონშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, 32 ქუჩაზე, ჯამში, 1751 საპარკინგე ადგილი იქნება, აქედან 37 ადგილი შშმ პირთათვის.

მერიის ინფორმაციით, პარკირების საფასური “A” ზონაში განსაზღვრულია 1 საათი, 1 ლარის ოდენობით.

„საბურთალოს რაიონში მერაბ კოსტავას ქუჩაზე იქნება 98 საპარკინგე ადგილი, მათ შორის, 6 შშმ პირთათვის, გიორგი მიროტაძის ქუჩაზე – 49 ადგილი, მათ შორის 2 შშმ და 1 ელექტრომობილის დამუხტვისთვის; არჩილ სულაკაურის ქუჩაზე განსაზღვრულია 23 საპარკინგე ადგილი; იპოლიტე ხვიჩიას ქუჩაზე – 82 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის;

ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩაზე – 4 ადგილი; გიორგი სააკაძის დაღმართზე – 46 ადგილი, მათ შორის 2 შშმ პირთათვის; ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე – 12 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის; თინა იოსებიძის ქუჩაზე – 152 ადგილი; დები იშხნელების ქუჩაზე 29 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის და 1 ელექტრომობილების დამუხტვისთვის;

ჟიული შარტავას ქუჩაზე 38 ადგილი, მათ შორის 5 შშმ პირთათვის; ვიტალი დარასელიას ქუჩაზე – 6 ადგილი; სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩაზე 24 ადგილი, აქედან 1 ელექტრომობილი დამუხტვისთვის;

მირზა გელოვანის და ცხინვალის ქუჩებზე 10- 10 ადგილი; სიმონ კანდელაკის ქუჩაზე 45 ადგილი, მათ შორის, 2 შშმ პირთათვის; ბუდაპეშტის ქუჩაზე – 49 ადგილი; გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე – 74 ადგილი, აქედან 3 შშმ პირთათვის;

ტაშკენტის ქუჩაზე – 43 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ოთარ ჭილაძის ქუჩაზე – 47 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; იონა ვაკელის ქუჩაზე – 48 ადგილი, მათ შორის, 3 შშმ პირთათვის;

შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე – 158 ადგილი; მიხეილ ასათიანის ქუჩაზე – 52 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; სერგო ზაქარიაძის ქუჩაზე – 96 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის; ფერდინანდ თავაძის ქუჩაზე -51 ადგილი; ვაჟა ფშაველას ჩიხი – 46 ადგილი, მათ შორის 1 ელექტრომობილების დამუხტვისთვის;

ზაზა და საულ კახიანების ქუჩაზე – 22 ადგილი; მარიჯანის ქუჩაზე – 42 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ვარლამ თოფურიას ქუჩაზე – 55 ადგილი; მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე – 44 ადგილი; ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე – 60 ადგილი, მათ შორის 2 შშმ პირთათვის; ელიზბარ მინდელის ქუჩაზე – 67 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის.

რაც შეეხება ისნის რაიონს, მეველეს ქუჩაზე 169 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის 3 ადგილი შშმ პირთათვის“, – ნათქვამია მერიის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ამასთან, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ კონკრეტულ პირებს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს, ტაქსის მძღოლებს, შშმ პირებს უფასო პარკირება შეეძლებათ.

„ადგილობრივი მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის 1-ელი ივლისიდან შეეძლებათ ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში რეგისტრაციის გავლა.

1-ელი ივლისიდან

საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება შემდეგ მისამართებზე: მეველის ქუჩა #7/9; მერაბ კოსტავას ქუჩა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია); ანა კალანდაძის ქუჩა #3; ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა #2; სიმონ კანდელაკის ქუჩა #7; გურამ ფანჯიკიძის ქუჩა #22ა; სერგო ზაქარიაძის ქუჩა #8; ვაჟა ფშაველას გამზირი #71ა; მიხეილ შავიშვილის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, კორპუსი #5); ელიზბარ მინდელის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპუსი#4).

პარკირების საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას პროგრამის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ლოტებზე გაჩერების შემთხვევაში; ელექტრომობილებს; შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილებს; “A” კატეგორიის ტაქსებს მათთვის განკუთვნილ სპეციალურ პარკინგზე.

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში ფლობს უძრავ ქონებას, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული ორი სატრანსპორტო საშუალება უფასოდ დააპარკინგოს 100 მეტრის რადიუსში. უძრავი ქონების მესაკუთრე ID ბარათით ვერიფიკაციის შემდეგ, ინტერნეტის მეშვეობით, ან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს. უფასო ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობისთვის პორტალზე დამატებული ავტომობილის ცვლილება დასაშვებია დამატებიდან 1 თვის შემდეგ. დღე-ღამის განმავლობაში, ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.

ზონალური პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით: ვებ-გვერდი WWW.TP.GE; მობილური აპლიკაცია TBILISI PARKING; გადახდის აპარატები PAY BOX.

ვებ- გვერდის WWW.TP.GE საშუალებით მომხმარებელს შეუძლია: ფიქსირებული დროის შეძენა; უფასო 15 წუთით სარგებლობა; პარკირების დაწყება და დასრულება; ბალანსის შევსება; ავტომობილის დამატება; უფასო პარკინგი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ.

ვებ -გვერდზე TP.GE, უფასო ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობისთვის, მომხმარებლის რეგისტრაციის პროცესში აუცილებელია ID წამკითხველის, პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ხელმოწერის კოდის (PIN3) გამოყენება.

მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია: ავტომობილის დამატება; პარკირების დაწყება და დასრულება; უფასო 15 წუთით სარგებლობა; ბალანსის შევსება.

გადახდის აპარატების (PAY BOX) საშუალებით მომხმარებელს შეუძლია: ფიქსირებული დროის შეძენა; ბალანსის შევსება; უფასო 15 წუთით სარგებლობა.

მომხმარებლებს რეგისტრაციაში მუნიციპალური პავილიონები დაეხმარება“, – ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

გაზიარება94

დაკავშირებული -პოსტები

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დიდ დროს წაგართმევთ პირადი პრობლემების მოგვარება, რომელიც თქვენი დაუდევრობის შედეგია. თქვენი მძაფრი რეაქციები კი ახლობლებისა და თანამშრომლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. გააკონტროლეთ ემოციები, ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. კურო შესაძლოა, დაუფიქრებელი...

დაწვრილებითDetails

“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე
მთავარი

ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურედია პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება. უცვლელად გთავაზობთ ტექსტს: პატრიარქი პირველად მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებამდე ვნახე, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც იგი წირავდა - ახალგაზრდა, მადლმოსილი გარეგნობის ქრისტიანი მწყემსმთავარი. იმჟამად...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 19 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034...

დაწვრილებითDetails

„საქართველოში დაახლოებით, 7 500 მეწყერსაშიში ადგილია “- სანდრო თვალჭრელიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
„საქართველოში დაახლოებით, 7 500 მეწყერსაშიში ადგილია “- სანდრო თვალჭრელიძე
მთავარი

„ეს მეწყერი ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია“ - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გეოლოგი და ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში დაწყებულ მეწყრულ პროცესებს. მისი თქმით, პროცესი ქვის კარიერებმა გამოიწვია, რომლებიც სოფლის...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება – რა ღირს ერთი გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 988 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.29%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც...

დაწვრილებითDetails

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
მთავარი

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნავს. როგორც...

დაწვრილებითDetails

“სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ” – რუსეთის პატრიარქი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ” – რუსეთის პატრიარქი
მთავარი

რუსეთის პატრიარქი, კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი. სრულიად...

დაწვრილებითDetails

სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საპატრიარქოში მივიდა - როგორც მაღალმა იერარქმა მედიასთან განაცხადა, მისი წინადადება სინოდის სხდომაზე იქნება, რომ პატრიარქსი სამებაში დაკრძალონ. მე თუ მკითხავენ, ვფიქრობ, რომ სამება მისი...

დაწვრილებითDetails

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაინულმა სასამართლომ მიიღო. გადაწყვეტილებას ადგილზე ხმაური მოჰყვა. წყარო: ტვ პირველი

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებენ. დაზუსტდება, როდის და სად დაიკრძალება ილია მეორე. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. საპატრიარქოს მიმდებარე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"