თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა – დაშავებულია 3 ადამიანი. ამის შესახებ “მთავარი არხის” ვებგვერდს ინფორმაცია შსს-მ მიაწოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მარჯვენა სანაპიროზე პარალიზებული იყო მოძრაობაც.