სამი ოპოზიციური პარტიის შეხვედრის პარალელურად, გაურკვეველი ახალგაზრდების დაჯგუფება საპროტესტო აქციას მართავს. მათ სახეები პოლიტიკური ლიდერების ფოტოებით აქვთ დაფარული, არ ამბობენ ვინ არიან და ამტკიცებენ, რომ ეს პერფორმანსია. კითხვაზე, რას აპროტესტებენ- აცხადებენ, რომ რუსულ კანონს თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვედრაზე შესვლამდე უპირისპირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. ისინი გედევან ფოფხაძეს დაუპირისპირდნენ და “ქვეყნის გადატრიალების” მცდელობაში დაადანაშაულეს.
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე “გირჩი მეტი თავისუფლების”, “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “დროას” ორგანიზებით ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართული შეხვედრებიდან, მთავარ გზავნილებზე მსჯელობენ. ოპოზიციონერები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.